მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაციაზე 10 მილიონზე მეტი დაიხარჯება

5b1018dfb3181
თამუნა დემეტრაშვილი
31.05.18 19:43
680

ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 10,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაციას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი დაექვემდებარება. წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობის 14 ივნისს სრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები