ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.
მესტიის მერმა, კაპიტომ ჟორჟოლიანმა bm.ge-ის უთხრა, რომ გზა დაახლოებით ერთ საათში გაიხსნება და მეწყერის გამო არც ერთი სოფელი ადმინისტრაციულ ცენტრს მოწყვეტილი არ არის. შემთხვევა კი, სოფელ ხაიშსა და მესტიას შორის არეალში მოხდა.