მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლები გაჩერდა - საქართველოს რკინიგზა

649dce04493d6
BM.GE
29.06.23 22:26
2241
ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეჩერებულია- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

მათი ცნობით, უხვმა წყალმა ლიანდაგები დატბორა, რის გამო მძრაობა გაჩერდა. 

"დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები.

საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები