მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე (ბარჯაშთან) მოძრაობა ცალმხრივად აღდგა - დეპარტამენტი

ბარჯაში

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე, სოფელ ბარჯაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბარჯაშთან საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები