მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მართვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

574d3d6e574a9
BM.GE
31.05.16 11:28
1798
ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მართვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "საქართველოს აერპორტების გაერთიანება" იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისი.

"ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება", - განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები