ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია 47.76%-ით ლიდერობს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას კი ამ დროისთვის ხმათა 40.43% აქვს.
აღნიშნულ ქალაქში 109 საარჩევნო უბნიდან 50 უბნის მონაცემები უკვე დათვლილია.
რაც შეეხება პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ კანდიდატს გიორგი შენგელიას, მას ხმათა 10.92% აქვს.