მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს საგადასახადო სამართლის საკითხებს გააცნობენ

58d10772b9607
BM.GE
21.03.17 14:58
1101
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქ.ზუგდიდში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანი მეწარმთა ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს-სუბიექტების საგადასახადო სამართლის საკითხებზე ინფორმირება, რაც გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას გადასახადების გადამხდელთათვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მოგების გადასახადის ესტონურ მოდელსა და დეკლარირებასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი სხვა და სხვა სფეროებიდან.

შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 22 მარტს, 15 საათზე, ქალაქ ზუგდიდში.

მის: ქ.ზუგდიდი, გამსახურდიას #35 მე–2 სართული (ყოფილი სახანძროს შენობის წინ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები