მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

5d4d73e3dd426
BM.GE
09.08.19 17:21
1346
მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი განახლებული მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

ბილაინი აქტიურად აგრძელებს მაღაზიების გახსნასა და განახლებას. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები