მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონალური ფილიალი გაიხსნა

BM.GE
24.07.23 09:44
146
ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონალური ფილიალი გაიხსნა. ლიბერთი აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი ზუგდიდში, ზ.გამსახურდიას 34-ში მდებარეობს და 80 თანამშრომელია დასაქმებული. ლიბერთის მიზანია, რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და როგორც ფიზიკური ასევე ბიზნესისთვის კომფორტული საბანკო მომსახურების შეთავაზება. ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალების გახსნით, ლიბერთი მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების პროცესს აგრძელებს. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

თორნიკე კორძაია - "ლიბერთი ბანკის" საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები