ზუგდიდში ტიტების სასათბურე მეურნეობამ საქმიანობა შეაჩერა. როგორც სათბურის მეპატრონემ, ნათია გოგოხიამ "საქმის კურსს" განუცხადა, სათბურის გაფართოების მიზნით, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ განაცხადი შეიტანა, თუმცა დაფინანსების მოლოდინში ტიტების სათბურს სეზონი ჩაუვარდა.
"განაცხადი 10 ათას ლარზე შევიტანეთ, რომელისთვისაც საკუთარი ფინანსებიც უნდა დაგვემატებინა და სათბურისთვის ახალი ინვენტარი შეგვეძინა, რაც საშუალებას მოგვცემდა მოსავალი დროში გაგვეხანგრძლივბინა", - აცხადებს ნათია გოგოხია.
შეგახსენებთ, რომ ტიტების სათბური ზუგდიდის რაიონში 2016 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, რომლისთვისაც თავდაპირველად 20 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ტიტების სათბური 300 კვადრატს შეადგენდა, სადაც 7 სახეობის ჰოლანდიურ ტიტას ზრდიდნენ. 1 ყვავილის ღირებულება საშუალოდ 1,5 ლარს შეადგენდა.

























