ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად დასრულებულია მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 947 000 ლარია გამოყოფილი. სულ კი სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სმაშენებლო კომპანია “დაგი“ ახორცილებს. სტადიონს ორი მოედანი ექნება - ძირითადი, 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი, სათადარიგო კი - 1 224 მაყურებელს დაიტევს.
ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნური საფარით მოეწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

























