მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუმერმა Trade-In წარადგინა

ზუმერმა Trade-In წარადგინა
04.12.23 18:33
866

ზუმერმა Trade-In სერვისი წარადგინა - მომხმარებლებს ზუმერის თბილისის ფილიალებში სმარტფონისა და Apple-ს ტექნიკის ჩაბარება და თანხის დამატებით, სასურველი ნივთის შეძენა ან შეფასებული ღირებულების ფარგლებში ახალი ტექნიკის შერჩევა შეეძლებათ.

კომპანიის მესვეურების თქმით, Trade-In განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისთვისაც დროის დაზოგვა გადამწყვეტია.

Trade-In-ის პროცედურა მარტივია. მომხმარებელს შეუძლია ჩააბაროს Apple-ის, Samsung-ის, Xiaomi-ის, Google-ის სმარტფონი ან Apple-ს წარმოებული გაჯეტები: MacBook, iPad, Apple Watch. ზუმერის თანამშრომლები ფილიალშივე მოკლე დროში შეაფასებენ ტექნიკას. შეფასების გაგების შემდეგ, მომხმარებელი ნივთს ზუმერში დატოვებს, თანხის დამატებით სასურველ მოდელს შეიძენს ან პირდაპირ ძველი ნივთის ღირებულების ფარგლებში შეარჩევს ტექნიკას.

ზუმერი ბაზარზე ლიბერალური ფასებით პოზიციონირებს. Trade-In კიდევ ერთი მოგებიანი შეთავაზებაა, რომლის საშუალებითაც რჩეული ბრენდების ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ზუმერი Trade-In სერვისის საქართველოს მასშტაბით წარდგენას ეტაპობრივად გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები