პოლიტიკური პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებას ავრცელებს.
"მათი დროებითი დაკავების ვადა კიდევ 24 საათით გაახანგრძლივეს. არანაირი საფუძველი არ არსებობდა დაკავების ვადის გაგრძელების.
ზურას აქვს თვალსაჩინო მძიმე დაზიანებები თავზე და ტკივილები ცემისგან დაზიანებულ მარცხენა ყბაზე.
ნიკა მოსიაშვილს ეუბნებიან, რომ უნდა გაუძლოს ხელების ტკივილს, წიწაკის სპრეი თავისით გაუვლის.(ოდესმე). ორივე მათგანს თავში ურტყეს მუშტები, წიხლები და ხელკეტები. დავაყენე მოთხოვნა კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაზე. მათი ჯანმრთელობა საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.
ამასობაში სიმართლე მარტივია: აქციიდან გაიტაცეს, სცემეს და ახლა არ სცალიათ დაკავებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, რადგან სხვები ჰყავთ მოსატაცებელი. ამიტომ გაუგრძელეს დაკავების ვადაც", - ამბობს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი

























