მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთის რკინიგზის თემა საერთოდ აღარ განიხილება

580c722c38516
BM.GE
23.10.16 12:17
1645
"აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის თემა განხილვის საკითხი აღარაა", - ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში "ბიზნესკონტრაქტის" ეთერში განაცხადა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი აღარ ყოფილა.

"აფხაზეთის რკინიგზის თემა აღარ განიხილება საერთოდ, არც ხსენებულა ბოლო შეხვედრებზე, საერთოდ არაფერი აღარ თქმულა. ეს იმდენად რთული თემაა, აზრიც არ აქვს ამაზე საუბარს, ყველას კარგად ესმის და განხილვის საგანი არაა", - განაცხადა აბაშიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები