მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ალავიძე: ღრმაწყლოვანი ნავსადგური ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია

5a93cfd9f1388
BM.GE
26.02.18 13:10
1667
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

"დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე’’.

პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები