მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსზე: დამნაშავეა მთავრობა და ეროვნული ბანკი

5ce63eb1b9919
ლიკა გურაბანიძე
23.05.19 11:10
772
"იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში რაშიც ვართ, არა მარტო მთავრობა, არამედ სებ-იც არის დამნაშავე", - ამის შესახებ BM.GE-სთან "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურა აღარ არის და ამას ყველა ხვდება.

"ბევრი გადაწყვეტილება მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, მაგალითად საბანკო რეგულაციები, რომელიც ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის უზარმაზარი მუხრუჭია. შესაბამისად, ორივე თანაბრად არის იმ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი რაშიც ვართ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატი ლარის გაუფასურების საკითხს საბანკო რეგულაციების ჭრილშიც შეეხო.

"საბანკო რეგულაციები ამ შემთხვევაში შესაძლოა ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი არ იყოს, თუმცა საბანკო რეგულაციები მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია, ხოლო მაღალი ეკონომიკური ზრდის არქონა ლარის მდგომარეობას განსაზღვრავს", – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 21 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 0.02 ლარით გაუფასურდა და 2.7676 ლარი შეადგინა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები