მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობას ხომ არ აქვს განზრახული, ანაკლიის კონსორციუმი ივანიშვილს გადაულოცოს?

5c938a3f95f6c
ლიკა გურაბანიძე
21.03.19 16:56
592
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის გამოსვლის შემდეგ სამი მნიშვნელოვანი კითხვა დასვა:

„მთავრობას ხომ არ აქვს განზრახული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტი წაართვას და ის ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე ჩინურ კომპანიას გადაულოცოს?

თქვენ ისაუბრეთ იმაზე, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით ხელშეკრულებაში რა სახის ცვლილებები შევიდა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 13 პუნქტში ცვლილებები მთავრობის მოთხოვნით შევიდა. გვითხარით, რას ითხოვდა მთავრობა?

როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაჯარიმების ფაქტი არასდროს ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ კოლეგები კითხვებს სვამდნენ იმაზე, რომ კონსორციუმს 11 მლნი დოლარი ეპატია. რამდენად სწორია ვისაუბროთ პატიებაზე, როდესაც ჯარიმა არასდროს ყოფილა?“, - იკითხა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილი პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გამოდის, სადაც მინისტრების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები