მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პრლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ის გზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, ბიუროკრატიის ზრდა და დამსაქმებლისთვის დამატებითი ხარჯია.
„იმას, რომ შრომის უსაფრთხოება ადგილებზე იქნას დაცული, ამას სჭირდება არა ყოველთვიური საკანონმდებლო ცვლილებები და ბიუროკრატიის მუდმივი მატება, არამედ ამას სჭირდება დღესაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლების მკაფიო გამოყენება, როდესაც ხდება უბედური შემთხვევა, დადგინდეს იყო თუ არა დამსაქმებლის თუ დამკვეთის ბრალეულობა. კანონის ეფექტური აღსრულება, ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენცია შრომის უსაფრთხოებისთვის.
ის გზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არის უბრალოდ ბიუროკრატიის ზრდა და დამატებითი ხარჯი დამსაქმებლისთვის, რომელიც თუ მოხდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის ეფექტური აღსრულება, ამ ხარჯს ადამიანი გაიღებდა მართლაც შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

























