მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ჭიაბერაშვილის 4 შეკითხვა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე

5cbee2a65c432
ლიკა გურაბანიძე
23.04.19 14:00
745
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 100 დღის შეფასებისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 4 ძირითადი პუნქტი გამოყო.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები „ქართულმა ოცნებამ“ ღია ოკეანეში გადააგდო ისე, რომ სტრუქტურა საერთოდ არ იყო აწყობილი.
„ეს იმ მძიმე მდგომარეობას ნამდვილად არ ამსუბუქებს, რაც ამ სფეროში მთლიანად არის შექმნილი“,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, მისი კრიტიკა მთავრობის მიმართ არის მიმართული, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტარის თქმით, არსებობს 4 მნიშვნელოვანი საკითხი:

1- თქვენ შეაჯამეთ, რომ ამ შეგროვებულ თანხას ჯამურად 1% დაერიცხა. თქვენ საზოგადოებას უნდა აუხსნათ საინვესტიციო საბჭო რისთვის არის საჭირო? იმის გამო, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არ არის, ამ შეგროვებულ თანხებს დღეს უფრო ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება, ვიდრე მთავრობისავე განცხადებით დაერიცხებოდა, თუკი საინვესტიცო საბჭო იქნებოდა და მათ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით ის უფრო მომგებიანად განთავსდებოდა.
იმის გამო, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არ არის და როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, წლის ბოლომდე ეს არც იქნება, როდის შეიძლება დაკომპლექტდეს? შესაბამისად, სარგებელი უფრო ნაკლებია. მაგრამ, პრობლემა არის იმაში, რომ ვიდრე ყველაფერი დაკომპლექტდებოდა, მთავრობამ ხალხს ჯიბეში უკვე ჩაუყო ხელი და ფული ამოაცალა. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი პრობლემაა.

2- საინფორმაციო სააგენტო bm.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნორვეგიის საპენსიო ფონდმა 6.1%-ის ზარალი განიცადა, პირველ თებერვალს იგივე ინფორმაცია იაპონიის საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა, რომელმაც 9.1%-ის დანაკარგი განიცადა. ახლა ჩვენ ლევან სურგულაძე გვეუბნება, რომ რისკების კონტროლის მექანიზმი არ არის შექმნილი.

იქ სადაც, ამის დიდი გამოცდილებაა, იქაც კი საპენსიო ფონდები ფულს კარგავენ. საზოგადოებას, უნდა ესმოდეს და იცოდნენ, რამდენად დიდი ხაფანგია ის, სადაც ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა. მაგრამ, უცხოეთშიც კი კარგავენ ფულს და აქ რა უნდა მოხდეს, როდესაც საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არ არის და რისკების მექანიზმზე ლევან სურგულაძე ახლა საუბრობს. სურგულაძემ თქვა, რომ ეროვნულ და კომერციულ ბანკებში ფული გადავიტანეთ მომგებიან ანგარიშებზე, მაგრამ არ უთქვამს როდის.

ამაზე ფიქრი თებერვალში დაიწყეს, ხოლო ფულის შეგროვება იანვარში. მერე მიმართა სააგენტომ ეროვნულ ბანკს, რომ მოგვეცით საშუალება, თანხები განვათავსოთ.
მეტიც, ბუღალტრების ტრენინგი თებრვალ-მარტში ჩატარდა, უბრალოდ იანვარში ბუღალტრებს უკვე ვალდებულება ჰქონდათ, რომ გადარიცხვები გაეკეთებინათ და რამდენი ბუღალტრული შეცდომა იქნება იანვრის გადარიცხვებში დარწმუნებული ვარ ამაზე საპენსიო სააგენტო თვალს დახუჭავს, იმიტომ, რომ იმ უამრავ ხარვეზს თავადვე გამოააშკარავებენ.

„ქართულ ოცნებას“ წინასწარ არ ჰქონია განსაზღვრული რა როგორ უნდა იყოს ამ ყველაფრის მოფიქრება ასე გზა და გზა ხდება, თან ისე,რ ომ უკვე 145 მლნ-ნი ხალხის ჯიბიდან და ბიზნესიდან უკვე ამოღებულია და მერე ვწუწუნებთ ეკონომიკური ზრდა რატომ არ არის, როდესაც ამ ფულს დღეს დაბალი სარგებელი აქვს.

3- თქვენ (მიმართავს ლევან სურგულაძეს) ძალიან შემაშფოთებელი განცხადება გააკეთეთ, რომ აპირებთ კომპანიები დააჯარიმოთ და კომპანიების კომერციულ თავისუფლებაში ჩაერიოთ. თქვენი განცხადებით აპირებთ, რომ ჩაიხედოთ, რომ კომპანიები იმ 2%-ს რაც მათი გადასახდელია ეს დასაქმებულების ხელფასს ხომ არ მოაკლეს ის 2%-იც. ბუნებრივია აქ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ასეთ ძალდატანებითი სქემა შემოდის ბუნებრივია მოქალაქეებიც და ბიზნესიც ცდილობენ, ამ ზედმეტად დაკისრებულ გადასახადს თავი აარიდონ, შესაბამისად, ბუღალტრული ხლართბეი იწყება. შემდეგ იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ეს ძალდატანება მოუხსნან ამ ბუღალტრული ხლართების კიდევ უფრო ჩახლართვას იწყებენ.

4- საპენსიო სისტემიდან 2 900 ადამინი გავიდა. კარგად რომ ვიცოდეთ, ეს 2 700 საჯარო მოხელეზეა საუბარი. კერძ კომპანიებმა ეს საკითხი გადაწყივტეს, ან 4%-ი საკუტარ თავზე აიღეს, ან 4%-ი დასაქმებულს გადააწერეს და ისედაც ჩვენღარიბ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ეს ტვირთი დააწვათ და საჯარო მოხელეებს ვისაც ეს ვაჭრობა თავის დამსაქმებლებთან არ შეუძლიათ, იამთმა უდიდესმა ნაწილმა საპენსიო სქემის დატოვება დაიწყო რასაც რიცხვები ადასტურებს. ამ გაუმართაობის ყველაზე ნათელი მაგალითი არის, ის, რომ 2019 წლის თებერვლიდან მოსახლეობის მომართვიანობა გაიზრდა. მიზიეზი მარტივია ინავარშ ამ ხალხმა რომ აიღო ხელზე უფრო ნაკლები ხელფასი გადაირია ხალხი და დაიწყო რეკვა რაოტომ მაჭრით ამ ფულს? გვითხარით ძირითდად რა კითხივთ რეკავდბებ და რას გეკითხებოდნენ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები