მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

ზურა გირჩი ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძის ახლობლები „ფეისბუქ“ გვერდზე წერენ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიმდინარე წლის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები