"იდეაში, რატომაც არა. ეს შესაძლებელია", - ასე უპასუხა პოლიტიკური ცენტრის "გირჩი"-ს ლიდერმა, პრეზიდენტობის ერთერთმა კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ "საქმიანი დილა"-ს კითხვაზე არის თუ არა შანსი, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების რჩეული გახდეს საპრეზიდენტო არჩევნებისას.
"იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ არ გამოსულა ის რეალური დაპირისპირება რაც გუნდში არის, ამის რაღაც შანსი არსებობს" - აცხადებს პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ლიდერი BMG საუბარში.

























