მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა" - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

ბრიტანეთის საელჩო
23.05.25 17:34
649

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება დაკავება სრულიად არაპროპორციული ფორმაა. დიპლომატიური უწყების გავრცელებულ განცხადებაში, ეს ფაქტი საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია.

საელჩო "ქართულ ოცნებას" ანტიდემოკრატიული ზომების მიღების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება", - წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს.

ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები