მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ლალაზაშვილი: "მთავარი გამოწვევა საპენსიო დანაზოგების სწორად მართვაა"

5c73a99a90063
თამუნა ქემერტელიძე
25.02.19 12:37
1420
“მთავარი გამოწვევა ესაა დანაზოგები და მისი სწორად მართვა, ამიტომ აუცილებელია საბჭოს წევრები სწორად შეირჩეს“, - ამის შესახებ Bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩვი კომისიის წევრმა ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა, რომელც სებ-მა დამოუკიდებელ წევრად წარადგინა;

თუმცა როგორც ლალაზაშვილი აცხადებს, კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდიდან შეუდგება ის საკუთარი მოვალეობის შესრულებას არ აქვს.
“ეროვნულმა ბანკმა შეკრებაზე წარმადგინა, თუმცა იმის შემდეგ კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს; ამ დღეებში იქნება შეხვედრა და სხვა კითხვებზეც მექნება პასუხები. მე ვარ კომიის წევრი, რომელმაც უნდა შეარჩიოს საინვესტიციო საბჭოს წევრები, რაც დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან დანაზაგების სწორად მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვებაა”, - აცხადებს ლალაზაშვილი.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია უკვე დაკომპლექტდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა.

კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები