კომპანია თბილღვინომ გასულ წელს ღვინის ფასი სამჯერ შეამცირა, - როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხაადა, არაერთმა კომპანიამ ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა, რამაც ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულებაც დაწია.
"ცნობილი მოვლენების გამო რუსეთში მოხდა ვალუტის გაუფასურება, რამაც რეგიონში გაზარდა ინფლაცია, ასევე მოხდა ნავთობის ფასების შემცირება, რამაც ასევე გამოიწვია ფინანსური კრიზისი და შემცირდა მსყიდველობითი უნარი, ამიტომ შემცირდა ღვინის გაყიდვებიც. გაყიდვების შემცირება კი ნიშნავს ჭარბ ყურძენს კომპანიისთვის.
ამიტომ ბევრმა კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფასი, შარშან ჩვენ სამჯერ დავწიეთ ფასი. რთველი სუბსიდირება ამ სიტუაციაში მიმაჩნია რომ სწორი.
2015 წელს 2014 წელთან შედარებით ექსპორტი განახევრდა, წელს კი ამ შემცირებულ 2015 წელთან შედარებით გვაქვს ზრდა“, - ამბობს მარგველაშვილი. მისივე თქმით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირება სწორი გადაწყვეტილებაა.
"სუბსიდირება იძლევა საშუალებას, რომ თანადაფინანსების საშუალებით უფრო დაბალ ფასად იყიდო ყურძენი, რაც შენს თვითღირებულებაზე არ იმოქმედებს. ეს არის წმინდა სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც სახელმწიფო დარგის მიმართ ასრულებს. ზოგადად, გრძელვადიანი სუბსიდირება არ არის მიზანშეწონილი.
ჩაბარების ფასს, რაც შეეხება, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს ეს არის მოთხოვნა მიწოდებაზე აგებული. არც ღვინის კომპანიებს მოგვწონდა 2014 წლის რთველზე გლეხი, რომ საფერავში 3 ლარს გვახდევინებდა, შარშანდელი დაბალი ფასი იყო გამოწვეული იმ მაღალი ფასით რაც ჩვენ 2014 წელს გადავიხადეთ. ვფიქრობთ, რომ წელს იგივე ფასები დარჩება, რაც წამგებიანი მევენახისთვის არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

























