მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

სსს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ტურიზმის განვითარების და კულტურისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

"ტურიზმის მიმართულებით ყურადღება გამახვილდა აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე, ვიზიტორთა ნაკადების ზრდის ხელშეწყობასა და პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე.

მხარეებმა ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ამ პროცესში რეგიონებსა და ქალაქებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების როლსაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა თანამშრომლობის გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის", -ნ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები