მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად დაამტკიცეს

59ba1930eb455
BM.GE
14.09.17 09:45
1430
გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის(UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება. გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები