მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილის მიმართვა: „ტურიზმი ურთიერთგაგების შენების მთავარი ხიდია“

620fec49b98be
თამთა ჯიჯავაძე
18.02.22 22:56
1288
„მშვიდობა და ორმხრივი გაგება აღდგენის მთავარი ინგრედიენტებია. ახლა კონფლიქტის ნაცვლად, ერთად მუშაობის და დიპლომატიის დროა“, - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ პოლიტიკურ დაძაბულობას საშუალება, რომ ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილ კრიზისად იქცეს, რაც ჩვენს კოლექტიურ პროგრესს ძირს გამოუთხრის. ტურიზმი ურთიერთგაგების შენების მთავარი ხიდია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რომ წაახალისო მშვიდობა ხალხებს შორის ყველგან.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მოწოდებას მხარს უჭერს, რომ დავები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს და არა კონფლიქტით და რომ ქვეყნებმა პატივი სცენ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამართალს“, - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ დიპლომატიური მცდელობები კონფლიქტის ასარიდებლად გაგრძელდება და წარმატებულ შედეგსაც გამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები