ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა. პოლოლიკაშვილმა მესის შესაბამისი მოწმობა უკვე გადასცა.
„მესი არის მაგალითი იმისა, რომ მუდმივ მუშაობას კარგი შედეგების მოტანა შეუძლია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და სხვა ცნობილ პირებს შეუერთდება ტურიზმის განვითარების სფეროში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

























