მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ქადაგიძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევა - ის დავით კოდუას ადგილმონაცვლეა

ზურაბ ქადაგიძე

პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით ზურაბ ქადაგიძე შევა. ის დავით კოდუას ადგილმონაცვლე იქნება.

დავით კოდუამ სადეპუტატო უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის მერი გახდა.

პარლამენტი ქადაგიძის სადეპუტატო უფლებამოსილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცნო.

ზურაბ ქადაგიძის ბიოგრაფია

  • დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით;
  • 2006–2008 წლებში იყო მსახიობი „ვაკის თეატრალურ სარდაფში“ და „თეატრში ათონელზე“;
  • 2008–2009 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის მე-5 საჯარო სკოლაში;
  • 2009–2011 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „რატომ“-ის დამფუძნებელი;
  • 2009–2010 წლებში წამყვანად მუშაობდა ტელეკომპანია „ერთსულოვნებაში“;
  • 2011 წელს ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა – 1921“;
  • 2016 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად;
  • იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი;
  • წარმოადგენს ისნის რაიონს, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული;
  • საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება“;
  • ფრაქცია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები