საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტი ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესსაც შეეხო და თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ბრექსიტი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების მომტანი იქნება.
„ვფიქრობ, ბრექსიტი ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას რეფორმირებისთვის ახალ შესაძლებლობამდე და ვალდებულებამდე მიიყვანს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ. "უნდა ვიცოდეთ, ევროპის ახალ კონტექსტში ფეხი ზუსტად სად დავდგათ. ჩვენ ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიყოთ ძალიან რეალისტურები და ამავდროულად, ძალიან ამბიციურები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Euronews-თან:

























