მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ფასიანი რეკლამა "იმედს" დაუკვეთა, ვაშაძემ მხოლოდ - "რუსთავი2"-ს

5c093238a6b27
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.18 20:00
904

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების მეორე ტურის ანგარიში გამოაქვეყნა. "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 15-28 ნოემბრის პერიოდში 3.260,810 ლარის ხარჯი გასწია. გრიგოლ ვაშაძის ხარჯებმა კი -  1,257,752 ლარი შეადგინა. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო რეკლამაზე გრიგოლ ვაშაძეზე სამჯერ მეტი თანხა - 2,882,319 ლარი დახარჯა, აქედან სატელევიზიო რეკლამა 2,512,549 ლარს შეადგენდა. კონკრეტული მაუწყებლების მიხედვით, ზურაბიშვილის სარეკლამო ხარჯები ასეთია:

  • იმედი - 825,232 ლარი;

  • რუსთავი 2 - 632,188 ლარი;

  • ტვ პირველი - 325,442 ლარი;

  • კავკასია - 131,514 ლარი;

  • GDS - 129,700 ლარი;

  • ობიექტივი - 100,515 ლარი;

  • პალიტრა ტვ - 70,852 ლარი.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მეორე ტურის წინ მისი კამპანიის სატელევიზიო რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა. ვაშაძის სატელევიზიო რეკლამის ხარჯმა 821,727 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები