მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურიკო დავითაშვილის ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ზურიკო დავითაშვილის ფასი გაიზარდა

საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და “სენტ-ეტიენის” შემტევის ზურიკო დავითაშვილის ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 7 ოქტომბრის განახლებისას პორტალზე დავითაშვილის ღირებულება 5 მილიონს შეადგენდა შესაბამისად მისი ფასი 3 მილიონით არის მომატებული.

ეს ყველაფერი ოქტომბრის თვეში მის წარმატებულ თამაშს უკავშირდება, როდესაც 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ჰეტ ტრიკი “ოსერთან”, რასთან ერთადაც ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ასეთი შედეგის გამო ფრანგული ლიგა 1-ის ხელმძღვანელებმა ზურიკო ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ “სენტ-ეტიენი” სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და პლეი აუტის ზონაში იმყოფება. კლუბი მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს გასვლაზე “ტულუზას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები