მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურიკო დავითაშვილით დამატებით "ევერტონი" და "ბენფიკა" ინტერესდებიან

დავითაშვილი ევერტონი ბენფიკა

ზურიკო დავითაშვილის მიერ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სენტ-ეტიენის" დატოვების შანსი იზრდება. როგორც ირკვევა, 24 წლის ქართველი ფეხბურთელით კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად წარიმართება მოლაპარაკებები.

Canto das Transferências-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დავითაშვილის საკუთარ რიგებში ხილვა ლისაბონის "ბენფიკას" სურს, რომელსაც ლეგენდარული ჟოზე მოურინიო ავარჯიშებს. არსებული ინფორმაციით, "სენტ-ეტიენი" ზურიკოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს ან თანახმაა, რომ ქართველი ნახევარმცველი იჯარის წესით გაუშვას შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

ამასთან სხვადასხვა თურქული გამოცემის ცნობით, დავითაშვილს ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის ბინადარი "ევერტონი" და თურქული სუპერლიგის წევრი "ფენერბახჩე". კიდევ ერთი თურქული გრანდის "ბეშიქთაშის" ინტერესის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ღირსებას მეორე სეზონია იცავს და მასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები