მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზვიად ჭუმბურიძე: "მთავრობამ კერძო სექტორს შესაბამისი რეფორმების გატარებით უნდა შეუწყოს ხელი"

5c4db24f77831
ელენე ჩომახიძე
27.01.19 20:10
3449
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, აუცილებელია, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება.

ამის შესახებ ჭუმბურიძემ EUGBC-ის ინიციატივით, იტალია-საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივასა და არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქათველოში და 30-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

საბჭოს გენერალურმა მდივანმა მედიასთან იტალიის ბაზარზე ქართული კომპანიების პოზიციონირების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია, ქართული მხარის მონდომება.

„საჭიროა, ჩვენი (კერძო სექტორის) მონდომება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა აუცილებლად უნდა განვითარდეს ეკონომიკა და ბიზნესი. პირდაპირ გეტყვით, სხვანაირად ყველა დარგს და ყველა სფეროს გაუჭირდება. არის რეფორმები, რომლებიც აუცილებლად განსახორციელებელია“, - განაცხადა  ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის განმარტებით, თუ მნიშვნელოვან რეფორმებს საქართველო ნელა განახორციელებს ან ვერ განავითარებს და ეკონომიკური ზრდა იქნება არაეფექტური, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

„ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ბიზნეს სექტორის ინტერესი და მოტივაცია, ხოლო მთავრობამ კერძო სექტორს შესაბამისი რეფორმების გატარებით უნდა შეუწყოს ხელი“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები