მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზვიად ჭუმბურიძემ წიგნი “ივერონი” გამოსცა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა ზვიად ჭუმბურიძემ თავისი ავტორობით წიგნი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია პარასკევს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. წიგნი სახელად - “ივერონი” ათონის მთაზე მდებარე ისტორიულ ქართულ მონასტერზე “ივერონზე” და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს შეეხება. 2004 წელს, მაშინ როდესაც ათონის მთაზე საქართველოს პატრიარქის ისტორიული ვიზიტი შედგა, მას თან ახლდა ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იყო. როგორც თავად ჰყვება მიეცა საშუალება გადაეღო ივერონის მონასტრის ფრესკები, მეორე წელს კი ივერონის საცავში თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი და ექვთიმეს ხელნაწერი სახარება. ყველა ეს ფოტო მასალა წიგნშია აღბეჭდილი. ზვიად ჭუმბურიძის თქმით, წიგნი “ივერონი” ახალი თაობისთვის არის, სწორედ ამიტომ გეგმაშია მისი უმაღლეს სასწავლებლებისა და სხვადასხვა ბიბლიოთეკისთვის გადაცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები