მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლია: ქართული საათების ბრენდი საერთაშორისო სახელს იმკვიდრებს

58e9fc5828ed6
BM.GE
09.04.17 18:20
14740
პირველად საქართველოს ისტორიაში, ზვიად ციკოლიას საათები მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოფენა - Baselworld 2017-ზე იყო წარდგენილი. ეს პირველი ბრენდია ქართული გვარით, რომელიც ამ გამოფენაზე მოხვდა. ციკოლიას ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design, - აღნიშნულზე ""საქმიან დილასთან" დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ ისაუბრა.

-ბატონო ზვიად, რით იყო მნიშვნელოვანი აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- Baselworld - მსოფლიოში საათების და საიუველირო ნაწარმის ყველაზე დიდი გამოფენაა და მასში ამ სფეროში მყოფი ყველაზე დიდი მოდის სახლები მონაწილეობენ. ისინი რამდენიმე მილიონს ხარჯავენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მიიღონ მონაწილეობა. მათი იქ მონაწილოების მიღება და სტენდები რამდენიმე მილიონი ჯდება. იქ რომ ნახოთ რა მასშტაბებზეა საუბარი, თვალებს არ დაუჯერებთ. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ჩვენი სტენდი ყველაზე საინტერესო ზონაში იყო წარმოდგენილი, სადაც განსაკუთრებით საინტერესო საათები იყო. ესენი იყო ბრენდები, რომლებიც თავისი დიზაინით და ინჟინერიით აოცებენ მსოფლიოს. ჩვენც მათ გვერდით აღმოვჩნდით. შარშან ინტენსიურად მიდიოდა მოლაპარაკებები თვითონ Baselworld-თან, რომ მონაწილოება მიგვეღო. ასე ადვილად არ ხდება, რომ იქ შენი ადგილი მოიპოვო. წინასწარ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრები მეჩვენებინა მათთვის, რასაც ისინი შეაფასებდნენ, რის მიხედვითაც გადაწყდებოდა ჩემი მონაწილოება შესაძლებელი იყო მათ გამოფენაში - თუ არა. ჩემი საათები ძალიან მოეწონათ, ამბობდნენ, რომ განსხვავებულია და ყველასგან გამორჩეული და სწორედ ამ მიმართულებით საზოგადოებასთან ერთად გამოფენის ჩატარება მოგვიწია. ინტერესი ძალიან დიდი იყო. საქართველოს დროშას რომ ხედავდნენ აღნიშნავდნენ, რომ ესაა Georgia, თუმცა, საათები უკვირდათ, ღვინო მეტნაკლებად იცოდნენ. როდესაც ვეუბნებოდით, რომ ქართული საათების ბრენდი მსოფლიოს საათების გამოფენაში პირველად იღებდა მონაწილეობას, კიდევ უფრო ინტერესდებოდნენ. მათთვის შოკის მომგვრელი იყო, რომ ქართული და დამზადებული შვეიცარიაში, ყველა აღნიშნავდა, რომ უნიკალური და თამამი დიზაინით გამოირჩეოდა ჩვენი საათები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც სტანდარტულ მექანიზმებს ვიყენებთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ნიშა დავიკავო და იმან, რომ ასეთი კონცეფციით წარვდგენილიყავით გაამართლა კიდეც.

რამდენი და რა მოდელის საათები წარადგინეთ აღნიშნულ გამოფენაზე?

-პრაქტიკულად ყველა საათი წარვადგინე, ყველა კონცეპტუალური მოდელი. კატალოგიც გვაქვს, რომლის გაკეთებაშიც ჩემი უმცროსი შვილი დამეხმარა. საქმე ის არის, რომ ყველა სამომავლო მოდელი, რომელიც წარმოებაში უნდა ჩაეშვას, ისინი გავიტანეთ და პლუს ამას ადრე წარმოებული საათებიც, რაც აქამდე არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა უცხოურ ბაზრებზე წარმოდგენილი უკვე ვიყავით, მაგალითად, სერიოზულად ვართ წარმოდგენილი შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგსა და ინგლისში, ასევე ავსტრალიაში, ბევრად უფრო მეტი ინტერესი და წერტილი გაჩნდა საერთაშორისო ბაზარზე. გავფართოვდით და ბრენდი ნელ-ნელა საერთაშორისო სახეს ღებულობს, ვიდრე ის აქამდე იყო. აქედან გამომდინარე გაათმაგებული მუშაობა გვიწევს, რომ მათ მოლოდინი და მოთხოვნა დავუკმაყოფილოთ. უკვე დიდი ინტერესია და ჩვენი საათების რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ.

-რამდენად მზად ხვდებით ამ გამოწვევას?

-გუშინ ღამის ორ საათამდე ვიჯექი და წერილებს ვპასუხობდი და ადვილი არ არის. ახლა სწორედ ამის მენეჯმენტით ვარ დაკავებული როგორ უნდა გავანაწილოთ, რომელიც მოდელი უნდა ჩავუშვათ პირველად წარმოებაში და ა.შ. ჩვენ ასევე ძალიან დამოკიდებულები ვართ შვეიცარიულ მხარეზე, რადგან მათ ახლა ჩაუშვეს ის მექანიზმები, რომლებიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, ავტომატურ მექანიზმებზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ველოდებით ისინი როდის შემოგვთავაზებენ ამას. ეს ჩვენ უნდა გავტესტოთ. მიმდინარე მოდელები რომ ავიღოთ, ისინი უკვე დეფიციტია, რადგან მწვანე და ცისფერ დაფიანი ისინი პრაქტიკულად არ არის. ჩვენი რითეილერები და დისტრიბუტორები ამას სხვადასხვა ქვეყნიდან ითხოვენ. ქართული ბაზარსაც სამწუხარო რეაქცია ჰქონდა ამაზე, რადგან მარაგში აღარ გვაქვს ფიზიკურად და ასეთი ფერის დაფიანი საათები დარჩენილი აღარ არის. ამ ყველაფრის გამკლავება საკმაოდ რთულია და ამჟამად ამის დალაგების პროცესში ვართ.

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, რა სიახლეებს გვპირდებით?

-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ჯერჯერობით განვითარებული არ არის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და 2-3 კვირაში უკვე ყველაფერი გვეცოდინება ვიწყებთ წარმოების კეთებას თუ არა.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები