მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზვიად სხვიტარიძე: ფინანსთა მინისტრი "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებას არ გადახედავს

5cfe63f131067
თათია ჩაფიჩაძე
10.06.19 18:04
1331
"ბრითიშ ამერიქან ტობაკოს" კორპორატიული და იურიდიული დირექტორის ზვიად სხვიტარიძის ინფორმაციით, ფინანასთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. სხვიტარიძე ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას თავად ესწრებოდა.

როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, მიუხედავად ამისა, მინისტრი ბიზნესს სხვა წინადადებას სთავაზობს.

კერძო სექტორსა და ფინანსთა მინისტრს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, BM.GE შეხვედრის დასრულებისთანავე გაცნობებთ.

შეხვედრა ფინანსთა მინისტრის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით მიმდინარეობს. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები