მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაიწყო კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია? - განმარტება

6304fd018e80a
ალა ისპირიანი
23.08.22 22:00
1286
კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში 34 კილომეტრია, აქედან 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო. დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება 2022 წელს იგეგმებოდა, რაზეც მარტვილის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ Bm.ge-ს რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ მასზე 26 მლნ ლარი დაიხარჯებოდა.

მიმდინარე წლის აპრილში პასუხი მივიღეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდანაც, სადაც გვითხრეს, რომ "ტენდერის საშუალებით სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების შემდგომ, ეტაპობრივად (ლოტებად), 2022 წლის მეორე ნახევრიდან შესაბამისი სამუშაოები დაიწყებოდა.


Bm.ge დაინტერესდა რა ეტაპზეა მარტვილიდან ლებარდემდე მისასვლელი გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია და იქიდან გამომდინარე, რომ ლებარდესთან მისასვლელი გზის მოწყობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მათ კითხვით მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ დარჩენილი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 2022 წელს აღარ იგეგმება და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს განახლდება. მიზეზად, კი გვითხრეს, რომ "წლევანდელი გეგმა უკვე ფორმირებულია".

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა პროექტი ტალერი-ლებარდეს გზის 28 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხრეშოვანი საფარით, ვინაიდან წლევანდელი გეგმა პრაქტიკულად უკვე ფორმირებულია, შესაბამისად, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიგეგმება მომდევნო წლის გეგმის ფორმირებისას", - მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

პასუხიდან გამომდინარე ვიკითხეთ: აღნიშნული მიმართულებით წელს რა გაკეთდა? რაზეც სიტყვიერად გვიპასუხეს, რომ პროექტი არ დაწყებულა და როდესაც დაიწყება დარჩენილ გზაზე ხრეშოვანი საფარი დაიგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები