ტანსაცმლის ცნობილი ამერიკული ბრენდი Forever 21 შესაძლოა გაკოტრდეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც ბევრ ევროპული ქვეყნებში საკუთარი მაღაზიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ახლა მის მთავარ ბაზარზეც, აშშ-შიც განიცდის პრობლემებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი გადახდისუუნარობის საქმის დაწყებას სერიოზულად განიხილავს.
ფინანსური პრობლემების მიზეზი Forever 21-ის გაყიდვების რეკორდული ვარდნაა. შარშანდელთან შედარებით აღნიშნულის მონაცემები წელს 20%-25%-ით დაეცა. გასულ კვირას კომპანიამ ვალის რესტრუქტურიზაციისა და აშშ-ში, კანადაში, ევროპაში, იაპონიაში, კორეასა და ფილიპინებში არსებული მაღაზიების თავიდან შესაფასებლად მრჩევლები დაიქირავა.
ცნობისათვის, Forever 21 1980-იან წლებში სამხრეთ კორეიდიან აშშ-ში ემიგრირებულმა ცოლ-ქმარმა, ჯინ სუკმა და დო ვონმა, დაარსეს.