მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ

5fc6514a4cf32
თელარა გელანტია
01.12.20 18:16
621
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანთელეთის, ზემო და ქვემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალის და კუმისის მოსახლეობა დღეიდან, ბუნებრივი გაზს გაიაფებული ტარიფით მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს.

„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში, ბუნებრივი გაზის აბონენტებს ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს. შესაბამისად , მას შემდეგ, რაც გარდაბნის სოფლები “თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ , ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ.

დღემდე მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალის და კუმისის მოსახლეობას სხვა კერძო კომპანია ემსახურებოდა და ბუნებრივი გაზის ტარიფი იყო 48.7460 თეთრი. დღეიდან კი ისინი „თბილისი ენერჯის“ მომსახურებით სარგებლობენ და ბუნებრივი გაზის ტარიფიც გაუიაფდათ და 46.1374 თეთრი გახდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.