დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 5 617 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 478 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 6 538-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 93-ს შეადგენს.
NCDC-ის ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 732 769 PCR ტესტია ჩატარებული. კარანტინის რეჟიმში - 5590 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 პაციენტი მკურნალობს.