მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა

5c17e991d1dfd
ელენე გოგბერაშვილი
18.12.18 10:31
1877
თბილისის საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა.

მისი თქმით, ამის მიზეზი კომპანიების მიმართ ახალი მოთხოვნების დაწესება გახდა.

„საქართველოს საფონდო ბირჟიდან გასვლა მოითხოვა რამდენიმე ემიტენტმა. ამის მიზეზი გახლადათ ის, რომ ძალაში შევიდა აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონი, რომელიც კომპანიებს ავალდებულებდათ დაექირავებინათ შესაბამისი დონის აუდიტორული კომპანია. ასეთი კომპანიების მომსახურება ზოგადად, ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიტორული კომპანიების მომსახურება. ამ კომპანიებმა, რომლებმაც ბირჟა დატოვეს, ფიზიკურად ვერ შეძლეს ამ თანხების გადახდა, მათთვის ეს იყო მძიმე ფინანსური ტვირთი და შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საფონდო ბირჟიდან გასულიყვნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ აქვთ მოთხოვნა კარგი დონის აუდიტორი აიყვანონ. 2018 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟა დატოვა დაახლოებით, 60-მა კომპანიამ. ესენი იყვნენ ძირითადად ის კომპანიები, რომელთა აქციები ფაქტობრივად, არ ივაჭრებოდა. გაგებით მოვეკიდეთ იმ მიზეზს, რის გამოც მათ საფონდო ბირჟა დატოვეს. არა მგონია, ამით საფონდო ბირჟა დაზარალდეს გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქციები აქამდეც არ ივაჭრებოდა“, - განმარტავს გიორგი ფარესიშვილი.