2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
არსებული კვლევა ყოველწლიურად დავოსის ფორუმამდე ქვეყნდება, სადაც ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პიროვნებები იყრიან თავს.
106-გვერდიანი დასკვნის მიხედვით, განსხვავება მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის ყოველწლიურად იზრდება.
CNN Money-ს ინფორმაციით, 26 მილიადერის ქონება $1.4 ტრილიონს შეადგენს, რაც 3.8 მილიარდი უღარიბესი ადამიანის ქონებაზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკელია. მხოლოდ 4 მათგანის (ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი) ქონება $357 მილიარდს აღემატება.