მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარაში დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთ“ - მინისტრი მთის კურორტების გახსნაზე

602529fc6fee0
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 17:00
3329
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ზაფხულში აჭარაში ეპიდემიოლოგიური კუთხით დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებენ და მთის კურორტებს ახლა არ გახსნიან. ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ის შეკითხვას, აპირებს თუ არა სახელმწიფო თებერვლის ბოლოდან მაინც გასხნას ზამთრის კურორტები, რამდენადაც ისინი მსოფლიოში მთის კურორტების გახსნის best practice-ებს(საუკეთესო გამოცდილებებს) სწავლობდნენ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ავსტრიის სამთო კურორტის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა:

„მოგეხსენებათ, რომ ტიროლში(ავსტრიის კურორტი) გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული რისკები აიღეს საკუთარ თავზე, საკმაოდ წარუმატებელი იყო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამ რისკს განმეორებით და განმეორებით იმ შეცდომას, რაც დავუშვით აჭარაში, არ დავუშვებთ“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ზაფხულის სეზონის შემდეგ დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი კერა სწორედ აჭარა იყო. ეპიდემიოლოგების ნაწილი აღიარებს, რომ ხელისუფლებას შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მალევე უნდა მიეღო, რაც მდგომარეობას აღარ გაამწვავებდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები