მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიკრძალება თუ არა ელიავას ბაზრობაზე აალებადი და სხვა მასალების რეალიზაცია? - მერია

5efc4ed1df77a
ინგა მურუსიძე
01.07.20 12:55
1180
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან თბილისის მერია დაიწყებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულებას, რომელიც აალებადი, სამშენებლო და ჰაერის დამაბინძურებელი მასალების უსისტემო განთავსება-რეალიზაციას ეხება.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რა ელის ელიავას ბაზრობას და აიკრძალება თუ არა იქ სწორედ ამ კანონის მიხედვით აღნიშნული მასალების რეალიზაცია.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ელიავას ბაზრობა ნამდვილად არის ერთ-ერთი სამიზნე ლოკაცია ამ კანონის რეგულირების კუთხით.

„ელიავაზე ხდება მრავალი ტიპის პროდუქციის გადამუშავება და რეალიზაცია, რაც არის პრობლემური, რადგან იქ ხდება ცემენტის, აგურის, ბლოკის, ქვიშის და სხვა სამშენებლო მასალების რეალიზაცია. კანონით ეს უნდა დარეგულირდეს, მაგრამ პირველ რიგში, განვსაზღვრავთ, რომ ეს ლოკაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნეს აღნიშნული მასალების რეალიზაციისთვის, მაგრამ მხოლოდ დახურული ტიპით“, - განაცხადა ხმალაძემ და განმარტა, რომ გარდა ამისა, მასალების სარეალიზაციო პუნქტები გენგეგმის მიხედვით მოხაზულ ზონაში მოექცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები