მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ წუთებში სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კანცელარიასთან პრეს-კონფერენციას მართავს

5fc7485be999b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 11:54
1023
სტუმარ-ამსპინძლობის სექტორი მთავრობის კანცელარიასთან 5 მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავს. აქცია - პრეს-კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობას. კაფე-რესტორნების წარმომადგენლების სექტორის გადარჩენისთვის პრემიერს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიამ აღნიშნული მიმართვა მთავრობის მიერ კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ შეიმუშავა:

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაცია;
2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;
3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;
5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.

„ამ პუნქტების გაუთვალისწინებლობა სფეროს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება“, - აცხდებენ საინიციტივო ჯგუფში.

კაფე-რესტორნების საინიციატივო ჯგუფში რესტორნები - შავი ლომი; კულინარიუმ ხაშერია; ქეთო და კოტე; ბარბარესთან; ჩვენი; დაინინგ რუმი; ქეთის ბისტრო; ჯივინო; თამთაკი; ზალა; კახელები; კოფელაბი; წისქვილი; კალა; პაცცა; ონორე; შუშაბანდი; მოჩი, ვერიკო; ეკლერ დე ჟენი; HB; ვერიკო; სულიკო; ლისი ლეიქი; ზ 10; სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი; პასტორალი; შუშაბანდი; სუზი ვონგი და ტაბლა; კაფეები ლიტერა, მზიური, კალა და ლეილა; "ეისიდი ბარი"; ტაკერია "ტაკო", კვების დაწესებულებების სააგენტო "გასტრონავტი" და საქართველოს კურინარიის ფედერაცია შედიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები