ამერიკელმა მილიარდერმა სტეფან შვარცმენმა ოქსფორდის უნივერსიტეტს £150 მილიონი შესწირა.
ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც ბრიტანულ უნივერსიტეტს შემოწირულობის სახით აქამდე მიუღია.
როგორც ცნობილია, თანხა ეთიკისა და კულტურული ინტელიგენციის სფეროს მოხმარდება.
სტეფან შვარცმენი, რომელიც Blackstone-ის მფლობელია, „რესპუბლიკური პარტიის“ და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.
შვარცმენი თავისი ქველმოქმედებით არის ცნობილი; მან აქამდე მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს $350 მილიონი შესწირა.