მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანტრე“ ლონდონში პირველ ფილიალს ხსნის

60c0bdec574fb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.21 17:11
3831

სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი ქართული კომპანია „ანტრე“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

BM.GE დეტალების გასარკვევად „ანტრეს“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტ დეტალს ამ ეტაპისთვის არ ასაჯაროებენ.

ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში კი წერია: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ანტრე ლონდონში“, სულ რამდენიმე კვირაში ჩვენი პირველი ლოკაცია ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში სიხარულით მოგემსახურებათ“.

ცნობისთვის, „ანტრე“ თავისი პირველი ობიექტის გახსნას ბრიტანეთში 2020 წლის გაზაფხულზე გეგმავდა. ბრიტანული ბაზრისთვის "ანტრემ" ახალი Facebook გვერდიც - Entree London-იც შექმნა.

"ანტრეს" ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.47 მლნ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები