2023 წლის აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 27%-ით შემცირდა. Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, აპრილში დედაქალაქში სულ 2 537 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნია, რომ აპრილში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი, ძველ პროექტებში კი 18%-იანი კლება ფიქსირდება.
სეგმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-იანი, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, აპრილში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გარეუბნებსა და ფართო ცენტრში 10%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა.