მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Axis Towers-ში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნა

62ab147f63983
BM.GE
16.06.22 15:49
1586
თანამედროვე ბიზნესი მოითხოვს ისეთ გარემოს, რომელიც არის უნიკალური, შთამაგონებელი და ბიზნესს ახალ ღირებულებებს მატებს. სწორედ ამ კონცეფციის მატარებელია დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Axis Towers-ში განთავსებული, Accor Group-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი.

Accor Group-ი კონტინენტური ევროპის უმსხვილესი ფრანგული ბრენდია, რომელსაც 50 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, 5300 სასტუმროთი და 40-ზე მეტი ბრენდით, მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.



რატომ Pullman-ი?

Axis Towers-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბიზნესცენტრია, Pullman-ი კი, ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც Towers-ის კონცეფციას კარგად მოერგო.

თავდაპირველად, ფრანგული ბრენდის შეთავაზება 4-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავდა, თუმცა Axis Towers-ის პროექტის საწყის ეტაპზევე განსაზღვრული იყო, რომ მინის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდებოდა. სწორედ ამიტომ, Accor group-ის პირველი პრემიუმ კლასის სასტუმრო თბილისში, Axis Towers-ში გაიხსნა.

აღსანიშნია, რომ თბილისის სასტუმრო Axis Towers-ს ეკუთვნის. Pullman-ი მხოლოდ მის მენეჯმენტს უზრუნველყოფს. სასტუმროს რამდენიმე უნიკალურობა ახასიათებს: სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. სასტუმროში ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინის მქონე 220 ნომერი მდებარეობს და ერთმანეთს არც ერთი მათგანი არ ჰგავს. ამასთან, თითოეულ ნომერში ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.

Towers-ის სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე, Axis-ის არქიტექტორების გუნდთან ერთად, ფრანგმა დიზაინერმა, კრისტოფ პილემ იმუშავა. დიზაინში მრავალფუნქციური შენობის ერთიანი სტილი დაცულია. საუბარია ლოფტის/LOFT სტილზე, რომელიც სიახლეა და უჩვეულოა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის. თუმცა, ასეთი თავისუფალი სტილი კარგად მოერგო თავად სასტუმროს კონცეფციას, რომელიც ბიზნესტურიზმზეა ორიენტირებული. ინტერიერში, ლოფტისთვის დამახასიათებელ მასალებთან ერთად, სხმული ბეტონი და ბეტონის მოსაპირკეთებელი პანელები; ასევე, ძვირფასი მასალები - ბუნებრივი მარმარილოს ქვა, მინის, უჟანგავი მეტალის და სხვა თანამედროვე მოსაპირკეთებელი პანელებია გამოყენებული. მთავარი აქცენტები გაკეთებულია მხატვრულ განათებაზე, რომლის მართვითაც, განუმეორებელი ეფექტები მიიღება.




რას სთავაზობს სტუმრებს Pullman-ი?

Axis Towers-ში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს არსებობით, ჭავჭავაძის გამზირი ახალ ტურისტულ ფუნქციას იძენს. იზრდება ტურისტული ზონა, რომელიც აქამდე მხოლოდ რუსთაველის გამზირს და ძველ თბილისს მოიცავდა. Axis Towers-ის მიერ შექმნილ ახალ ტურისტულ სივრცეში სასტუმრო Pullman-ის სტუმრებს და არა მხოლოდ მათ შეუძლიათ, მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც დასვენების, გართობის, თუ საქმიანი შეხვედრებისთვის არის საჭირო. Axis Towers-ის სერვისები მრავალმხრივია და მოიცავს: 12 რესტორანსა და 7 ბარს; ახალ რეკრეაციულ სივრცეს, რომელშიც, ამავდროულად, 7 სხვადასხვა ტიპის კაფე-რესტორანია განთავსებული; ფიტნეს და სპა სივრცეს; 25 მეტრიან საცურაო აუზს, მოძრავი გადახურვითა და ღია ტერასით; Axis Towers-ის ბრენდებს: სქაი ბარ Weather report-სა და ფრანგულ რესტორან Dumas-ს.



ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ Axis Towers-ში განთავსებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. მისი წყალობით, ქალაქის ცენტრში ყველაზე დიდ, საერთაშორისო სტანდარტის საკონფერენციო სივრცეში შეძლებთ, უმასპინძლოთ 800-მდე სტუმარს, საქმიანი შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებებისთვის კი, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს 700 კვ.მ. ფართობის მქონე ლობით და 7 შეხვედრების ოთახით.

სასტუმრო Pullman-ის, ისევე, როგორც მთლიანად Axis Towers-ის, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია.



(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები